წყალტუბოში ახალი ელექტროგადამცემი ხაზები გაიხსნა

ქვესადგურ წყალტუბოში ახალი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზები საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

გახსნას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი დაესწრნენ.

58 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, 90-იან წლებში მთლიანად გაიძარცვა. მისი აღდგენა 2012 წლიდან დაიწყო. პროექტის ღირებულება 18 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება ელექტროგადამცემი ქსელის საიმედოობა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილური ელექტრომომარაგების უზრუნველყოფას.

ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანია და ის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მიზნით ხორციელდება.

"ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი. ჩვენ ვახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტებს იმისთვის, რომ საქართველო ენერგეტიკულად დამოუკიდებელი გახდეს. ვმუშაობთ საქართველოს ნათელი და განათებული მომავლისთვის", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში კახა კალაძემ.