სარფის საბაჟოზე რიგები დგას

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი შეფერხებით მუშაობს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, საბაჟოზე ამბობენ, რომ წუხელ ძლიერი წვიმის გამო, საბაჟოზე ავტომატურად გაითიშა ელექტროენერგია და შესაბამისად, მწყობრიდან გამოვიდა ელექტრონული სისტემები. ამის გამო, როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მხრიდან ავტომანქანებისა და მოქალაქეების მიერ საზღვრის გადაკვეთა შეფერხებულია.

აღნიშნულის გამო ათასობით მოქალაქეს 4-5 საათი უწევს რიგში დგომა კონტროლის გასავლელად. რაც შეეხება ავტომანქანებს, ავტოკოლონის რიგი 3-4 კილომეტრს აღწევს.