პეტრო პოროშენკო: ევროკავშირი მზად არის, შემოიღოს ახალი სანქციები რუსეთთან მიმართებაში

უკრაინა არ ელოდება სხვა სახელმწიფოების სამხედროების ჩართვას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, მაგრამ იარაღი სჭირდება,

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"უკრაინას შეუძლია თავის დაცვა. ჩვენ არ ველოდებით, რომ სხვა ქვეყნების სამხედროები იბრძოლებენ ჩვენი საზღვრების დასაცავად, მაგრამ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, ორმხრივი კონსულტაციები არის მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ ვეძებთ მშვიდობას და არა - ომს", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკავშირი მზად არის, მიიღოს დამატებითი ზომები და შემოიღოს ახალი სანქციები რუსეთთან მიმართებაში.

პეტრო პოროშენკო ევროკავშირის ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.