დღეიდან საჯარო დაწესებულებებში სამუშაო დღე 09:00 საათზე დაიწყება

დღეიდან საჯარო დაწესებულებებში სამუშაო გრაფიკი 09:00 საათზე დაიწყება.

საჯარო სექტორში მუშაობის 09:00 საათზე დაწყების ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაახლოებით ერთი თვის წინ გამოვიდა და მუშაობის დაწყების მოქმედი წესის გადახედვისკენ მინისტრთა კაბინეტის წევრებს მთავრობის სხდომაზე მოუწოდა.

"ჩემი მოწოდებაა, რომ გადავხედოთ საჯარო სამსახურში სამუშაო დროის დაწყების და

დამთავრების წესს. ეტაპობრივად უნდა დავიწყოთ უფრო ადრე მუშაობა, ვიდრე არის დღეს. დღეს საჯარო სექტორი მუშაობას 10:00 საათზე იწყებს. ჩემი ინიციატივაა, რომ პირველი სექტემბრიდან სამუშაო დრო 09:00 საათზე დაიწყოს. მე არ ვგულისხმობ იმ უწყებებს, რომლებსაც აქვთ სპეციალური რეჟიმი, იგივე შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფი, სასჯელაღსრულების უწყება და სხვა, მაგრამ ყველა დანარჩენისთვის, ვფიქრობ, ეს არის კარგი ინიციატივა. ჩვენ უნდა დავიწყოთ ადრე მუშაობა და გამოვიყენოთ ის პრაქტიკა, რომელიც თანამედროვე მსოფლიოშია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.