"მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში" გასაცნობად ღია კარის დღე გაიმართება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ხვალ ახალი სახელმწიფო პროგრამის - ,,მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში" გასაცნობად ღია კარის დღე გაიმართება.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პროგრამის მიზანია საქართველოში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, რეგიონული ბაზრების განვითარება და მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.

მათივე ინფორმაციით, პროგრამა ითვალისწინებს მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსებას რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის პროპორციულად (პროგრამის საერთო ბიუჯეტი 20 000 000 ლარია).

ღონისძიება ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება და მასზე დასასწრებად მიწვეულია მიკროსაფინანსო ინსიტუტების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.