USAID საქართველოში ახალ პროექტს იწყებს

USAID საქართველოში ახალ პროექტს იწყებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ოთარ დანელიამ კავკასიის რეგიონში USAID-ის მისიის დირექტორთან, სტივენ ჰეიკინთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერ ახალ პროექტზე GFG (Governing for Growth) ისაუბრა. სტივენ ჰეიკინმა სოფლის მეურნეობის მინისტრს წარუდგინა ის გუნდი, რომელიც ამ ახალი პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით იქნება ჩართული.

"დღევანდელი შეხვედრის მიზანია, მოვისმინოთ მინისტრის ხედვა და მიდგომები სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებასთან დაკავშრებით, რადგან ახალი პროექტის (GFG) დიზაინში სოფლის მეურნეობის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა", - განაცხადა სტივენ ჰეიკინმა.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ამჟამად მიმდინარე ერთობლივი პროექტების მდგომარეობა და სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურების გზები დასახეს.