რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები, ევროკავშირის შემდეგ, აშშ-მაც დააწესა

ამერიკის ფინანსთა მინისტრის ჯეიკობ ლიუს განცხადებით, აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.

აღნიშნულ სანქციებში ქვეყნის უმსხვილეს ბანკთან, "სბერბანკთან" ერთად, მოხვდნენ ენერგეტიკული კომპანიებიც, მათ შორის , კერძო კომპანიები - "გაზპრომი", "ლუკოილი", "სურგუტნეფტეგაზი", "ტრანსნეფტი", "გაზპრომ ნეფტი" და ხუთი თავდაცვითი და მაღალტექნოლოგიური სახელმწიფო კორპორაცია.

თავისი ახალი სანქციებით, ვაშინგტონმა აკრძალა მომსახურებისა და რუსეთის ფედერაციის ენერგოკომპანიებისთვის აღჭურვილობის ექსპორტი. სანქციები შეეხო სახელმწიფო კორპორაცია "როსტეხ"-ს, რომლის გენერალურ დირექტორზე სერგეი ჩემეზოვზე აშშ-სა და ევროკავშირის სანქციები მანამდე მოქმედებდა.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ გუშინ განაცხადა.