10 ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ნაკლებ სტუმრობენ

ყოველწლიურად UNWTO ადგენს მსოფლიოს ყველაზე ნახვადი ქვეყნების სიას.

ამის პარალელურად, ორგანიზაციის მოხსენებაში ხვდებიან ის ქვეყნებიც, რომლებსაც ყველაზე ნაკლებად სტუმრობენ. წარმოგიდგენთ 10 ქვეყანას, რომელსაც ყველაზე ნაკლებად სტუმრობენ:

10. პალაუ - წყნარ ოკეანეში მდებარე ეს ქვეყანა 328 კუნძულისგან შედგება. მოსახლეობა 20,9 ათას ადამიანს შეადგენს. 2013 წელს ქვეყანა 105 ათასმა ტურისტმა მოინახულა.

9. მოლდოვის რესპუბლიკა - საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკა 2013 წელს 96 000 ადამიანმა ნახა.

8. აღმოსავლეთ ტიმორი - ქვეყანა ავსტრალიის ჩრდილოეთით, 450 კილომეტრში მდებარეობს. 2013 წელს მას 78 000 ტურისტი ესტუმრა.

7. დომინიკა - კარიბის ზღვასა და ატლატიკის ოკეანეს შორის მდებარე ეს კუნძულ-სახელმწიფო თავისი პირველყოფილი ბუნებით გამოირჩევა. 2013 წელს ქვეყანას 78 ათასი ტურისტი ჰყავდა.

6. სენტ-ვინსენტი და გრენადინები - კარიბის ზღვის ქვეყანას 2013 წელს 72 000 ტურისტი ეწვია.

5. ანგლია - ანგლიას კუნძული, რომელიც კარიბის ზღვაში მდებარეობს და რომელიც დიდი ბრიტანეთის ზღვის გადაღმა ტერიტორიაა. კუნძულზე 13 000 ადამიანი ცხოვრობს. გასულ წელს მას 69 000 ტურისტი ესტუმრა.

4. ლიხტენშტეინი - ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა. დაბალი გადასახადები და ლიბერალური პოლიტიკა საბანკო დეპოზიტებთან მიმართებაში, ლიხტენშტეინს ევროპაში "საგადასახადო სამოთხედ" აქცევს. გასულ წელს ქვეყანას 60 000 ტურისტი სტუმრობდა.

3. ნიუე - სამხრეთ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულს გასულ წელს 7 000 ტურისტი ჰყავდა.

2. მონტსერატი - კარიბის ზღვაში მდებარე ამ კუნძულს გასულ წელს 7 000 ტურისტი ეწვია.

1. კირიბატი - წყნარ ოკეანეში მდებარე სახელმწიფო. ქვეყანას გასულ წელს 6 000 ტურისტი სტუმრობდა.