ვარშავაში ქართული ღვინის სადეგუსტაციო საღამო გაიმართა

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ვარშავაში ქართული ღვინის სადეგუსტაციო საღამო გაიმართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაზე 10-ზე მეტი სახეობის ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა პოლონეთში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა. მის ფარგლებში ქართული ღვინის წარმომავლობის, მისი დაყენების მეთოდებისა და უნიკალური თვისებების პრეზენტაცია გამართა ცნობილმა პოლონელმა სომელიემ, მარიუშ კაპჩისნკიმ.

საღამოს პოლონეთის წამყვანი ღვინის კომპანიების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. ქართული ღვინის პოპულარიზაციის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში პოლონეთის ქალაქებში, კერძოდ, ვროცლავსა და კატოვიცეში, მსგავსი ღონისძიებების ჩატარებაა დაგეგმილი.