თბილისში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

უახლოეს დღეებში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ვიდრე სასწავლო პროცესი დაიწყებოდა, თბილისის მერიამ 3 000 ბავშვისთვის შესაძლო ფართების სწრაფად მოძიება და შეკეთება დაიწყო.

"ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მიერ წართმეული საბავშვო ბაღი დავუბრუნეთ ბავშვებს ჩუღურეთის რაიონში. ჩვენ ამაზე არ შევჩერდებით, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე 132-ე ბაგა-ბაღის დაფუძნებაზე თანხმობა უნდა მივცეთ ბაღების მართვის სააგენტოს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე განცხადებით, გამოიყოფა დამატებით დაფინანსება იმისთვის, რომ აქტიურად გაგრძელდეს მუშაობა აღნიშნული კუთხით.