თბილისის განვითარების ფონდი აშშ-ს საელჩოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ  წრეებს შეხვდა

თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენლები დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, USAID-ს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორს ქეროლ ვილსონს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში ხელმძღვანელის მოადგილეს ქეიჯი მორისს და აშშ-ს ეკონომიკისა და კომერციული საკითხების სპეციალისტს ნია ლომიძეს შეხვდნენ.

საქმიანი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ფონდის წარმომადგენლებმა, თავმჯდომარის მრჩეველმა არჩილ ბარბაქაძემ და პროექტების კოორდინირების სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა ხერარდ დებუერმა, სამომავლო გეგმები და პერსპექტივები გააცნეს აშშ-ის საელჩოს. მხარეებს შორის დაიგეგმა ერთობლივი პროექტების შემუშავება. აშშ-ის საელჩოს ეკონომიკურმა გუნდმა თბილისის განვითარების ფონდს დახმარება აღუთქვა ახალი პროექტების დაფინანსებასა და კერძო ინვესტორების მოძიებაზე.

აშშ-ის საელჩოს მხრიდან სერიოზული საინფორმაციო მხარდაჭერა მიიღო თბილისის განვითარების ფონდმა. კერძოდ, ამერიკის სხვადასხვა წამყვან საინფორმაციო პორტალებზე განთავსდება ფონდის მონაცემები და კონცეფცია, რაც ხელს შეუწყობს თბილისის განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვას.