საქარა-საზანოს საავტომობილო გზის რეაბილიტირებული მონაკვეთი დღეს გაიხსნება

ქვედა საქარა-საზანოს საავტომობილო გზის რეაბილიტირებული მონაკვეთი დღეს გაიხსნება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 13:00 საათზე, იმერეთის რეგიონში, ადგილობრივი მნიშვნელობის ქვედა საქარა-საზანოს (კმ1–კმ14) საავტომობილო გზაზე, ქვედა საქარა-საზანოს საავტომობილო გზის 13,4 კილომეტრიან რეაბილიტირებულ მონაკვეთს ოფიციალურად გახსნიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე, იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ალეკო იოსებაშვილი და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში – ჰენრი კერალი.

ოფიციალური გახსნის შემდეგ გაიმართება ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა. უწყების ცნობით, ადგილობრივი მნიშვნელობის ქვედა საქარა-საზანოს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2013 წლის სექტემბერში დაიწყო, მისმა ღირებულებამ 6.532 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანასებით განხორციელდა.