კომპიუტერული და მობილური თამაშების განვითარებაში ტრენინგი მიმდინარეობს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით ქართული კომპანიებისთვის, უნივერსიტეტებისა და ტრენინგ ცენტრებისათვის , კომპიუტერული და მობილური თამაშების განვითარებაში სასწავლო კურსი მიმდინარეობს.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც ასწავლის, ან გეგმავს კარიერის გაგრძელებას კომპიუტერული თამაშების განვითარების სასწავლო მიმართულებით. სასწავლო პროგრამის მიზანია დაეხმაროს სხვადასხვა უნივერსიტეტის ტრენერებს კვალიფიკაციის ამაღლებაში და მათი სამომავლო სასწავლო კურსების უკეთ დაგეგმვაში. ტრენინგს გაუძღვება ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი, მარტინ სილაოტსი.

აღნიშნული სასწავლო კურსი 22 სექტემბერს- 26 სექტემბერს იმართება.

ესტონელი ექსპერტის ვიზიტის ფარგლებში, 27 სექტემბერს, ჩატარდება დამატებითი ტრენინგი იმ სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის, რომლებსაც აინტერესებთ კომპიუტერული და მობილური თამაშების წარმოება და გეგმავენ მათი სამომავლო კარიერის ამ მიმართულებით გაგრძელებას.

სასწავლო კურსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ლაბორატორიის ბაზაზე მიმდინარეობს.