გიორგი აბაშიშვილი: წავა თუ არა პრეზიდენტი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, ჯერ ამაზე მსჯელობა არ ყოფილა

წავა თუ არა პრეზიდენტი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩევლმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი გუშინ შეხვდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარეს კლაუს შვაბს, რომელმაც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვია.

"გუშინ იყო საქართველოს პრეზიდენტის და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარის კლაუს შვაბის შეხვედრა, სადაც საუბარი შეეხებოდა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებელობეს, საინტერესო აქცენტი გაკეთდა საქართველოს უპირატესობებზე, ქვეყნის ივესტორებისთვის მიმზიდველობაზე. შვაბის მხრიდან იყო თხოვნა პრეზიდენტთან დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილებაზე. პრეზიდენტს აქვს ხშირად სხვადასხვა რანგის ფორუმებიდან მოწვევა, პრეზიდენტის სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, ფორუმის რანგიდან, მიზანშეწონილობიდან გამოდინარე, შემდგომში მიიღება გადაწყვეტილებები, პრეზიდენტი იქნება თუ არა წარმოდგენილი ამა თუ იმ ღონისძიება", - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტს აქვს მოწვევა, მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს მიღებს თუ არა მონაწილეობას, რანგიდან და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა ჯერ კიდევ 14 მაისს მიიღო და მისი მონაწილეობა უკვე დადასტურებულია.