ირაკლი ღარიბაშვილი: 104 ათასი ტონა ყურძენია რეალიზებული

კახეთში რთველის შედეგად უკვე 104 ათასი ტონა ყურძენი არის რეალიზებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრისგან მიიღო ინფორმაცია რთველის წარმატებულად მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, უკვე რეალიზებულია დაახლოებით 148 მილიონი ლარის ღირებულების ყურძენი.

"ეს არის ნამდვილად სასიამოვნო ინფორმაცია და მინდა, მოსახლეობას ვაცნობო ამის თაობაზე", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.