დავით შავლიაშვილმა გერმანიაში თანამედროვე ურბანული ობიექტები დაათვალიერა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, თანამედროვე ურბანული ობიექტები დაათვალიერა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციიტ, მინისტრმა, მისმა პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა და "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა, ბერლინში, ევროპის ყველაზე დიდი ნაგავსაყრელი - BSR დაათვალიერეს.

BSR არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნაგავსაყრელი, სადაც ნარჩენების გადამუშავების შედეგად, თბო და ელექტროენერგია მიიღება. ქართულ დელეგაციას BSR-ში მასპინძლობას გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) ინფრასტრუქტურის მიმართულების ხელმძღვანელი არნე გოსი უწევდა.

დავით შავლიაშვილმა, მისმა პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, "მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა და "საქართველოს გარეთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში - "მდგრადი ურბანული განვითრება სამხრეთ კავკასიაში", რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ოფიციალური პირებისთვის, ბერლინში, KFW-ს ორგანიზებით იმართება.