სოფელ ვაკიჯვარში რქოსანი პირუტყვი ბრუცელოზით დაავადდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაკიჯვარში ბრუცელოზით 13 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაავადდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონალური სამმართველოს უფროსი კახა თავბერიძე ადასტურებს.

"რამდენიმე ოჯახში გამოვლინდა, რომ ბრუცელოზით 13 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაავადდა. მოსახლეობას უკვე შევხვდით და მოხდა შესაბამისი რეაგირება ჩვენი მხრიდან. ყველა მათგანს ასევე გაეწია კონსულტაცია", - განაცხადა კახა თავბერიძემ.

მისივე თქმით, სოფელ ვაკიჯვარში კარანტინი არ გამოცხადებულა.