2013 წელს საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 44.3 მლრდ ლარი შეადგინა

ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2013 წელს საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 44.3 მლრდ. ლარი, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ – 23.6 მლრდ. ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 81.7 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 9.7 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 8.6 პროცენტი.ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილი ბიზნესი – 80.8 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 9.5 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 9.7 პროცენტი.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა წლის განმავლობაში 33.3 მლრდ. ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 22.1 მლრდ. ლარი შეადგინა.

საქონლისა და მომსახურების მთლიანი ყიდვები საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 81.1 პროცენტი, საშუალო ბიზნესი 9.7 პროცენტი, მცირე ბიზნესი 9.2 პროცენტი.თითქმის იდენტური ვითარებაა გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებზეც: მსხვილი ბიზნესი – 81.1 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 10.1 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 8.8 პროცენტი.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა მთლიანმა ინვესტიციებმა ფიქსირებულ აქტივებში შეადგინა 3.9 მლრდ. ლარი, რაც საწარმოთა ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 82.2 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 6.8 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 11.0 პროცენტი. საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 550.9 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 37.9 პროცენტი ქალია, ხოლო 62.1 პროცენტი - კაცი. საშუალო თვიურმა ხელფასმა ბიზნეს სექტორში შეადგინა 760.1 ლარი, მათ შორის ქალების - 566.7 ლარი. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 969.9 ლარი, საშუალო ბიზნესი – 565.8 ლარი, მცირე ბიზნესი – 372.2 ლარი.

საქმიანობის სახეების მიხედვით მთლიან ბრუნვაში პრევალირებენ ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი

და სხვა სექტორები.

საქმიანობის სახეების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს დამამუშავებელი მრეწველობა და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: დამამუშავებელი მრეწველობა – 24.9 პროცენტი, ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი – 16.3 პროცენტი, მშენებლობა – 15.1 პროცენტი, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 14.4 პროცენტი,

ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა- 7.4 პროცენტი.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, საქმიანობის სახეების მიხედვით დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში პრევალირებენ ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" – 21.8 პროცენტი, დამამუშავებელი მრეწველობა – 15.4 პროცენტი, მშენებლობა – 12.0 პროცენტი, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა– 10.3 პროცენტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება – 10.3 პროცენტი.

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში პრევალირებენ ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 72.1 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 6.2 პროცენტი, ქვემო ქართლი – 6.0 პროცენტი, იმერეთი – 4.6 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.6 პროცენტი.

რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში პრევალირებენ კვლავ ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 65.8 პროცენტი, ქვემო ქართლი – 8.5 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 6.9 პროცენტი, იმერეთი – 4.8 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.3 პროცენტი. რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის განაწილება ხასიათდება შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 62.6 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 9.0 პროცენტი, იმერეთი – 7.8 პროცენტი, ქვემო ქართლი – 6.2 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.4 პროცენტი.