S&P რუსეთში პროდუქტებზე ფასის აწევას პროგნოზირებს

სარეიტინგო კომპანია Standard & Poor's, უახლოესი თვეების განმავლობაში, რუსეთში საკვებ პროდუქტებზე ფასების გაზრდას პროგნოზირებს.

მიზეზი ქვეყანაში აკრძალული დასავლური პროდუქციაა. სააგენტოს ანალიტიკოსების მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ფასების ზრდა უკვე ამ ზამთარს არის მოსალოდნელი.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, რუსულ კომპანიებს გარკვეული დრო დასჭირდებათ, რათა ალტერნატიულ მომწოდებლებთან ახალი კონტრაქტები დადონ. აღსანიშნავია, რომ ფასების აწევა უკვე აგვისტოში იყო შესამჩნევი, როდესაც პირუტყვისა და ფრინველის ხორცზე ფასი 2,5%-ით გაიზარდა.

სტაგნაციის რისკი

”დასავლეთის სანქციებზე საპასუხოდ, რუსეთმა აგვისტოში შემოიტანა აკრძალვები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე, მათ შორის: აშშ-დან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, ავსტრალიიდან და კანადიდან. აკრძალულ პროდუქტებში მოხვდა: ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და ხილი, ამ პროდუქციაზე რუსეთში მოხმარებული საკვები პროდუქტების 19% მოდის”, - აღნიშნავენ სააგენტოში.

”ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კრიზისმა შესაძლოა, ნეგატიური გავლენა იქონიოს რუსეთში ეკონომიკის ზრდის პერსპექტივებზე” - ნათქვამია S&P-ის მიმოხილვაში.

მსოფლიო ბანკის ოპტიმისტური სცენარი 2015 წელს ეკონომიკის 0,9%-ით ზრდას ითვალისწინებს, ხოლო 2016 წელს - 1,3%-იანს. ყველაზე უარეს შემთხვევაში, რუსეთს რეცესია ელის.