სურსათის ეროვნული სააგენტო მუშაობის ახალ სტანდარტზე გადადის

სურსათის ეროვნულ სააგენტოს დღეიდან თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოფისი ექნება, - ახალი შენობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან ერთად გახსნა.

პრემიერი ახალ ოფისში სამუშაო პროცესს გაეცნო და სააგენტოს თანამშრომლებს გაესაუბრა.

მთავრობის მეთაურს სააგენტოში განუმარტეს, რომ ახალი ხელისუფლების მიდგომის ცვლილების შედეგად სურსათის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო დაფინანსება გაეზარდა. ამასთან, მიმდინარე წელს სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტივობები მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების მონაცემებს - გაზრდილია საწარმოების ინსპექტირებების რაოდენობა, დიდი ყურადღება ეთმობა სასკოლო და სკოლამდელი დაწესებულებების კვების ბლოკების კონტროლს.

საქართველოს მასშტაბით, ეტაპობრივად სურსათის ეროვნული სააგენტოს 13 ახალი რეგიონული ოფისის გახსნა იგეგმება. სააგენტოში 500-მდე ადამიანია დასაქმებული