სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შევიდა

სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შევიდა.

სომხური მედიის ცნობით, შეთანხმებას მინსკში, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სახელმწიფოთაშორისი საბჭოს სხდომაზე მოეწერა ხელი.

"დარწმუნებული ვარ, ამ ისტორიული დოკუმენტის ხელმოწერა ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციის ახალ ეტაპს მისცემს დასაბამს. კარგად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ხელშეკრულებასთან პირველი შეერთებით საკუთარ თავზე ვიღებთ", - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა.

29 მაისს ყაზახეთმა, რუსეთმა და ბელორუსმა ხელი მოაწერეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის თაობაზე შეთანხმებას, რომელიც 2015 წლის 1 იანვარს შევა ძალაში. 2 ოქტომბერს სომხეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების თანხმობის პროექტს.