”ქვეყნიდან მილიონზე მეტი ეკონომიკურად აქტიური ადამიანია გასული”

ჩვენი ქვეყნიდან მილიონზე მეტი ეკონომიკურად აქტიური ადამიანი არის გასული, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს უნდა ჰქონდეს მიზანმიმართული პოლიტიკა, რათა ამ ადამიანების პოტენციალი ქვეყანამ გამოიყენოს.

"ჩვენი ქვეყნიდან არის მილიონზე მეტი ეკონომიკურად აქტიური ადამიანი გასული. ისინი არიან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ემოციური თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით და ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს მიზანმიმართული პოლიტიკა, რათა ამ ადამიანების პოტენციალი გამოიყენოს ქვეყანამ და ქვეყნის ეკონომიკაში მათი ჩართულობა იყოს მაღალი. დღევანდელი კონფერენცია სწორედ ამას ეძღვნება. ამისთვის არის დღეს მთელი რიგი საინფორმაციო გაცვლა-გამოცვლა, რომ მათ მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პოლიტიკის სპეციალური პროგრამების შესახებ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.