სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე თბილისი-მცხეთა-თბილისის მიმართულებით მატარებელი უფასოდ იმოძრავებს

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს თბილისი-მცხეთა-თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისები შესრულდება.

"საქართველოს რკინიგზის" ცნობით, მგზავრობა უფასო იქნება. თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან მატარებლები გავა შემდეგი განრიგით: 09.05 სთ, 11.00 სთ, 13.00 სთ, 16.00 სთ, 17.30 სთ და 20.00 სთ. ხოლო მცხეთიდან თბილისის მიმართულებით მატარებლები დაბრუნდება შემდეგი განრიგის შესაბამისად: 09.50 სთ, 11.45 სთ, 13.45 სთ, 16.45 სთ, 18.15 სთ და 21.00 სთ.