რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიც შეუერთდნენ

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების უკანასკნელ პაკეტს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიც შეუერთდნენ.

უკრაინული მედიის ცნობით, სანქციებს შეუერთდნენ მონტენეგრო, ისლანდია, ალბანეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და უკრაინა. სექტემბერში ევროკავშირმა 24 ფიზიკურ პირს, რუსულ კომპანიებსა და ბანკებს სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა. სანქციების უკანასკნელ პაკეტში ისეთი მსხვილი კომპანიები მოხვდნენ, როგორებიც "როსნეფტი", "ტრანს-ნეფტი" და "გაზპრომნეფტი" არიან.