"ყაზბეგი ჰესი" ექსპლუატაციაში შევიდა

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, "ფერი ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი და შპს "ყაზბეგი ჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლაშა იორდანიშვილი დარიალის ხეობაში, მდინარე ბროლისწყალზე "ყაზბეგიჰესის" ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიალს დაესწრნენ.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, "ყაზბეგი ჰესის" საინვესტიციო ღირებულება 3 მლნ აშშ დოლარი, დადგმული სიმძლავრე 6 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 30 მილიონ კლვტ საათია.

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2013 წლის ნოემბერში დაიწყო. მშენებლობის პერიოდში, სხვადასხვა ეტაპებზე, დასაქმებულთა რაოდენობა 80 ადამიანს შეადგენდა, მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა. ამჟამად, სადგურის პერსონალი 22 მუდმივ დაქირავებულ თანამშრომელს მოიცავს, რომელთა შორის აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

შ.პ.ს ფერს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში 30 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია უკვე განხორციელებული აქვს. ფერი - "ხადორი 2 ჰესის", "ლარსი ჰესის" და "შილდა ჰესის" მშენებელი კომპანიაა.