ვინ და როგორ ასაჩივრებდა ევროკავშირის სანქციებს

რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ "როსნეფტმა" და ბიზნესმენმა არკადი როტენბერგმა, რომლებიც ივლისის ბოლოს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებში მოყვნენ, ევროსაბჭოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

კომპანიამ სარჩელი ლუქსემბურგის ევროპულ სასამართლოში შეიტანა. ჯერჯერობით არ სახელდება, რაში მდგომარეობს პრეტენზიები, ამ დროისთვის, მხოლოდ სარჩელების სახელებია ცნობილი. სანქციების თანახმად, ბიზნესმენს აკრძალული აქვს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და საკუთარი ქონებით სარგებლობა ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე. შეგახსენებთ, რომ "როსნეფტი", "გაზპრომნეფტი", "ტრანსნეფტი" და კიდევ ხუთი რუსული ბანკი ევროკავშირის სანქციების ქვეშ ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს მოექცა. 9 ოქტომბერს კომპანია "როსნეფტ"-მა 17,7 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, მათთვის იურიდიული დახმარების აღმოჩენის საქმეზე, რომელიც ზემოთ ნახსენებ სანქციებს ეხება.

ვინ და როგორ ასაჩივრებდა ევროკავშირის სანქციებს

2014 წლის სექტემბერში ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მუამარ კადაფის ნათესავის, აჰემდ კადაფი ალ-დამას სარჩელი და ყველა სანქცია მოხსნა, რომელიც მის წინააღმდეგ 2011 წელს მიიღეს.

2014 წლის ივლისში ევროპულმა სასამართლომ გააუქმა სანქციები ირანის ნაციონალურ ტანკერულ კომპანიასთან მიმართებაში. სასამართლომ ვერ იპოვა იმის დადასტურება, რომ კომპანიას რაიმე სახის კავშირი ჰქონდა ირანის სახელმწიფოსთან და მათ დაფინანსებას ეწეოდა.

2011 წლის ოქტომბერში ბელოურსმა ბიზნესმენმა პერფიევმა ევროკავშირის სასამართლოში, ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ანულირებასთან დაკავშირებით შეიტანა სარჩელი, რომლის თანახმადაც, ბელორუსში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, მასზე სანქციები გავრცელდა. 2013 წელს ევროკავშირმა გააუქმა სანქციები ბიზნესმენის კომპანიასთან მიმართებაში, თუმცა, თვითონ პერფიევი ისევ ”შავ სიაში” დარჩა.