გიორგი კვირიკაშვილი: დაღესტნის გზის მონაკვეთის მშენებლობა დღის წესრიგში არ დგას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დაღესტნის გზის მონაკვეთის მშენებლობა დღის წესრიგში არ დგას და შესაბამისად, ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა, აბსოლუტურად აზრს მოკლებულია.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, სურს გააკეთოს ძალიან კონკრეტული განმარტება, რადგან ამ საკითხმა აბსოლუტურად არაადეკვატური რეაქციები გამოიწვია.

"აქ არის ორი ძირითადი ასპექტი. ეს არის უსაფრთხოება და ეკონომიკური ასპექტი. წამყვანი, რა თქმა უნდა, არის უსაფრთხოება. უსაფრთხოების კუთხით კი, პროფესიონალებმა უნდა გააანალიზონ, რამდენად იქნება ეს საქართველოსთვის საფრთხის მომტანი. ხოლო ეკონომიკურ ასპექტს რაც შეეხება, გზა არის ეკონომიკისთვის დამხმარე ინფრასტრუქტურა, ის ეკონომიკას მხარს უჭერს და აძლიერებს. მაგრამ, როდესაც დღეს ვიმყოფებით ასეთ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ათჯერ უნდა დაფიქრდეს ქვეყანა, მისცემს თუ არა უფლებას ამ გზის გაყვანაზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.