ოთარ დანელია არაბთა გაერთიანებული საემიროების საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ არაბთა გაერთიანებული საემიროების საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრს შეიხა ლუბნას სოფლის მეურნეობის დარგში დღეისათვის არსებული მდგომარეობა გააცნო.

ამის შესახებ ინფორმაცის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

"ჩემი ვიზიტის მიზანია საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაცნობა. არაბთა გაერთიანებული საემიროები დაინტერესებულია საქართველოსთნ ურთიერთობების გააქტიურებით. ბიზნეს წრეებში გაიზარდა ინტერესი საქართველოში წარმოებული პროდუქციის მიმართ, გთავაზობთ ამ მიმართულებით უფრო აქტიურ თანამშრომლობას", - განაცხადა შეიხა ლუბნამ.

არაბთა გაერთიანებული საემიროების საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი დაინტერესდა საქართველოს მთავრობის იმ პრიორიტეტებით, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დარგში არის გამოკვეთილი. ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე პროექტებზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აგროდაზღვევის, ყურძნისა და ვაშლის სუბსიდიის პროექტებზე, რომლებიც გლეხს სტიმულს აძლევს, გააფართოოს საკუთარი საქმიანობა.

მხარეებმა აღნიშნეს სოფლის მეურნეობის სექტორში ახალგაზრდების მეტი ჩართულობისა და დარგში თანამედროვე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობა.