”აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური კომიტეტი საქართველოში პროექტების განხორციელებითაა დაინტერესებული”

აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური კომიტეტი საქართველოში პროექტების განხორციელებით არის დაინტერესებული.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტის დირექტორს, რაინერ ლინდრელს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკური კომიტეტის საქმიანობას და მის სამომავლო გეგმებს. როგორც შეხვედრაზე კომიტეტის დირექტორმა, რაინერ ლინდრელმა აღნიშნა, ორგანიზაცია დაინტერესებულია საქართველოში ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებით და საქართველოში გერმანელ ბიზნესმენთა დელეგაციის ჩამოყვანის სურვილს გამოთქვამს.

როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, 2015 წლის დასაწყისში ბერლინში კონფერენცია გაიმართება, რომელზეც იმსჯელებენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების (თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ჩათვლით) გაფორმების შემდეგ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობებზე.