საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 376 მლნ დოლარი შეადგინა

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე , 8 376 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელზე 10%-ით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 2 153 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი - 6 223 მლნ აშშ დოლარს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-სექტემბერში 4 070 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49% შეადგინა.