ამერიკის სავაჭრო პალატამ პრეზიდენტი და საბჭო აირჩია

23 ოქტომბერს გამართულ გენერალურ ასამბლეაზე ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში პრეზიდენტი და 9 საბჭოს წევრი აირჩია.

არჩევნებში მხოლოდ სავაჭრო პალატის წევრი კომპანიები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებმაც საბჭოს შემდეგი წევრები ორწლიანი ვადით აირჩიეს:

სარა უილიამსონი,UGT-ის თანამფლობელი და ვიცე-პრეზიდენტი - პალატის პრეზიდენტი

მაიკლ ქაუგილი,GAU-ს პრეზიდენტი - პალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი

ირაკლი ბაიდაშვილი,GMT Group-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი - პალატის ვიცე-პრეზიდენტი და ხაზინადარი

ესბენ ემბორგი,SEAF-ის პარტნიორი - პალატის დირექტორი

ლაშა გოგიბერიძე,BGI Advisory Services-ს პარტნიორი - პალატის დირექტორი

სტივ ჯონსონი,სასტუმრო ბეტსის გენერალური მენეჯერი - პალატის დირექტორი

ტედ ჯონასი,DLA Piper საქართველოს პარტნიორი - პალატის დირექტორი

ქეთი კვარცხავა, BLC Law office-ის პარტნიორი - პალატის დირექტორი

რობინ მაკკოუნი,PricewaterhouseCoopers-ის დირექტორი - პალატის დირექტორი

კრის შლუტერი,BP საქართველოს ხელმძღვანელი - პალატის დირექტორი

„ამერიკის სავაჭრო პალატა ყოველთვის უნდა იყოს სტაბილურობისა და ძლიერი, ბიზნესზე ორიენტირებული გარემოს დამცველი, რომელიც მოგვცემს რეინვესტირების სტიმულს და მოტივაციას, იგივეს გაკეთება ვთხოვოთ ჩვენ მეგობრებს. ჩვენ უდიდეს როლს ვთამაშობთ როგორც ქვეყნის განვითარების საქმეში, ასევე საქართველოზე, როგორც ინვესტირებისთვის ხელსაყრელ ქვეყანაზე, მსოფლიოს წარმოდგენის ფორმირების საქმეში,“- განაცხადა პალატის პრეზიდენტმა სარა უილიამსონმა.

ამერიკის სავაჭრო პალატა არის წამყვანი საერთაშორისო ბიზნესასოციაცია საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას და წარმოადგენს ბიზნესის ინტერესების დამცველს.