დალია გრიბაუსკაიტე: ლიტვა ენერგეტიკული თვალსაზრისით დაცული სახელმწიფო გახდა

ბუნებრივი თხევადი გაზის კლაიპედას ტერმინალი ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის გაზმომარაგებას 90%-ით უზრუნველყოფს, - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ.

მისი ინფორმაციით, ამიერიდან ვეღარავინ შეძლებს უსამართლო ფასის დაწესებას ბუნებრივი აირის სანაცვლოდ ან ზეწოლას ლიტველ პოლიტიკოსებზე. "ლიტვამ მარტო, დამოუკიდებლად მოახერხა ტერმინალის აგება. პროექტის რეალიზებას 3,5 წელი დასჭირდა. ამიერიდან ლიტვა ენერგეტიკული თვალსაზრისით დაცული სახელმწიფო გახდა. კლაიპედას ტერმინალი ბალტიისპირეთის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტი იქნება. ჩვენ ყოველთვის დავეხმარებით მეზობლებს, თუ ამის საჭიროება ექნებათ", - აღნიშნა დალია გრიბაუსკაიტემ კლაიპედას ტერმინალის გახსნის ცერემონიაზე.

ლიტვის პრეზიდენტის განცხადებით, კლაიპედას ტერმინალი არა მხოლოდ ენერგეტიკული, არამედ ბალტიის რეგიონის გეოპოლიტიკური პროექტია, რომელიც უზრუნველყოფს მთელი რეგიონის დამოუკიდებლობას.