ელგუჯა ხოკრიშვილი და ნილს სკოტი კახეთში პროექტის შედეგების პრეზენტაციას დაესწრნენ

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი და გაერო-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნილს სკოტი კახეთის რეგიონს სტუმრობდნენ, სადაც ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაციას დაესწრნენ.

პროექტი საქართველოში UNDP-სა და ეროვნულ პარტნიორებთან თანამშრომლობით ხორციელდება. "მინისტრმა და UNDP-ს ხელმძღვანელმა საქართველოში ნილს სკოტმა ახალი ტურისტული ბილიკები მოინახულეს. ლაგოდეხის დაცული ტეროტორიების ადმინისტრაციასა და რეინჯერებს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისათვის განკუთვნილი აღჭურვილობა - ზურგჩანთები, GSM ფოტომახეები, ბინოკლები, რაციები და ფოტოაპარატები გადაეცათ. ასევე, ეკო ტურიზმის წახალისების მიზნით, პრეოქტის ფარგლებში დაფუძნებულ ადგილობრივ კოოპერატივს "ნინოსხევს" 1000 აშშ დოლარის ღირებულების სუვენირები გადაეცა. დაინერგა ბიომრავალფეროვნებისა და ბრაკონიერობის მონიტორინგის თანამედროვე სისტემა", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2012 წლიდან პროგრამის ფარგლებში 32 პროექტი დაფინანსდა, გაცემული გრანტების ოდენობამ 730 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების მიერ მოზიდულმა თანადაფინანსებამ - 926 ათასი აშშ დოლარი.