9 თვეში ეკონომიკა 5,9%-ით გაიზარდა

2014 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,9 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2014 წლის სექტემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,1 პროცენტი, 2014 წლის III კვარტალში კი 5,5 პროცენტი შეადგინა. ხოლო 2014 წლის პირველი ცხრა თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალური ზრდის მაჩვენებელი 5,9 პროცენტია.

ამავე მონაცემების მიხედვით 2014 წლის იანვარ-სექტემბერში საქონლის ექსპორტმა 2 153,1 მლნ. აშშ დოლარი, იმპორტმა 6 223,3 მლნ. აშშ დოლარი, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ კი 8 376,4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.