უკრაინას, რუსეთსა და ევროკომისიას შორის ბუნებრივი აირის საკითხზე დოკუმენტები გაფორმდა

უკრაინას, რუსეთსა და ევროკომისიას შორის გაზის საკითხზე დავის გადაწყვეტის მიზნით დოკუმენტები გაფორმდა.

კერძოდ, ბრიუსელში ხელი მოეწერა ორ დოკუმენტს – სამმხრივ პროტოკოლს, რომლითაც განისაზღვრება გაზის მიწოდების საკითხები 2015 წლის მარტამდე და "გაზპრომსა" და "ნეფტოგაზს" შორის უკრაინისთვის რუსული გაზის მიწოდების შესახებ მოქმედი ხელშეკრულების დამატებას.

პირველ დოკუმენტს ხელი უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა იური პროდანმა, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა გიუნტერ ეტინგერმა, პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოს თანდასწრებით მოაწერეს. მეორე დოკუმენტი კი, რომელიც გაზის მიწოდების ტექნიკურ საკითხებს განსაზღვრავს "გაზპრომსა" და "ნაფტოგაზს" შორის გაფორმდა.