დავით შავლიაშვილმა აზიის განვითარების ბანკის დელეგაცია მიიღო

აზიის განვითარების ბანკი, საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დამატებით დაფინანსებას გამოყოფს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ვენ ჩაი იანგთან და ბანკის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილეს. შეხვედრაზე დავით შავლიაშვილმა სტუმრებს სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო. ვენჩაი იანგმა ვიზიტის ფარგლებში ის პროექტები დაათვალიერა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, წყალმომარაგების რეაბილიტაციისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული.