საყოველთაო აღწერის ფარგლებში 1-3 ნოემბერს ოჯახების წინასწარი შემოვლა განხორციელდება

5 ნოემბრიდან მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 1-3 ნოემბრის ჩათვლით მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ფარგლებში შერჩეული 10 ათასამდე აღმწერი, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების წინასწარ შემოვლას განახორციელებენ და მოსალოდნელი საყოველთაო აღწერის შესახებ მოსახლეობას აცნობებენ. საქსტატის აღმწერები ოჯახებთან შეათანხმებენ მათთვის მოსახერხებელ დროს გამოკითხვისათვის.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 5 ნოემბერს დაიწყება და 19 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქსტატი თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, ითანამშრომლოს საქსტატის წარმომადგენელთან და მიაწოდონ ობიექტური ინფორმაცია.