დღეიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილება კერძო სექტორზეც ვრცელდება

დღეიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილება კერძო სექტორზეც ვრცელდება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, დღეიდან "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონი სრულად გავრცელდება კერძო სექტორზე, რაც ნიშნავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მანდატის სრულად გავრცელებას როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის მიმართ.

ინსპექტორს უკვე შეეძლება მოქალაქის განცხადების ან საკუთარი ინიციატივით განახორციელოს ნებისმიერი კერძო ორგანიზაციის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, გამოიყენოს კანონით განსაზღვრული ზომები, მათ შორის, ჯარიმა.

ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებული უფლებები ირღვევა, შეუძლია განცხადებით მიმართოს ინსპექტორს.