ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ლორა თაკს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემები საქართველოს მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობა, ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები იყო.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოში გზების, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული პროექტებისთვის და აღნიშნა, რომ მთავრობა ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამას.

პრემიერმა ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2015 წელს თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა გაიმართება.