2 ტრილიონი დოლარი გლობალური ეკონომიკის ზრდისთვის

ავსტრალიაში გამართული “დიდი ოცეულის” სამიტის მონაწილეებმა, გლობალური ზრდის გეგმის შექმნის შესახებ განაცხადეს.

გეგმა გულისხმობს ორ ტრილიონ დოლარზე მეტს, ხუთი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების წასახალისების გზით. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის თონი ებოთის განცხადებით, გეგმის მიზანია მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 2 %-ზე მეტით ამჟამინდელ პროგნოზებთან შედარებით - იუწყება რადიო ”თავისუფლება”.

სამიტის კომუნიკეში ნათქვამია, რომ ამბიციური მიზნების მიღწევაზე კონტროლი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს. გარდა ამისა, “დიდი ოცეულის” წევრი ქვეყნის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს კონტროლის გაძლიერებას ტრანსნაციონალურ კორპორაციებზე, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას.