იაპონიის ეკონომიკა რეცესიაში ეშვება

მსოფლიოში სიდიდით მესამე ეკონომიკამ, მიმდინარე წლის ორი კვარტალის განმავლობაში, ზრდის უარყოფითი მაჩვენებელი აჩვენა, რაც ფორმალურად ქვეყნის რეცესიაში ჩავარდნას ნიშნავს.

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, იაპონიის მთლიანი შიდა პროდუქტი 1,6%-ით შემცირდა, ნაცვლად 2,1%-იანი ზრდისა. მანამადე კი, წლის მეორე კვარტალი მშპ-ს 7,3%-იანი ვარდნით დასრულდა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2011 წლის შემდეგ, როცა იაპონიას ძლიერი მიწისძრვა და ცუნამი დაატყდა თავს.

მსოფლიო ფინანსური ბაზრების ტრეიდერები გაკვირვებულებიც კი დარჩნენ ტოკიოს ასეთი მაჩვენებლებით, რადგან ეკონომიკის მოკრძალებულ ზრდას ელოდნენ.