ელგუჯა ხოკრიშვილი სამეგრელოში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ეცნობა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი სამეგრელოს რეგიონში იმყოფება.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  მინისტრი მხარის გუბერნატორთან, ლევან შონიასთან ერთად დაცულ ტერიტორიებზე განსახორციელებელ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. 2015 წლისთვის კოლხეთის ეროვნულ პარკში, დამატებით ახალი ტურისტული მარშრუტები შეიქმნება, როგორც შავი ზღვის ტერიტორიაზე, ასევე შიდა წყლებში. დაგეგმილი პროექტების განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყება. გასულ წელთან შედარებით, დაცული ტერიტორიების სააგენტო ტურისტების გაორმაგებულ რაოდენობას ელოდება.