კახა კალაძემ ორწლიანი მუშაობის შედეგები შეაფასა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ უწყების ორწლიანი მუშაობა შეაჯამა.

ღონისძიებას დარგის სპეციალისტები, ექსპერტები და მთავრობის წევრები დაესწრნენ. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ენერგეტიკის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ენერგეტიკულად არ იყოს დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე. "ჩვენ გვიწევს ელექტოენერგიის შესყიდვა ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან, როდესაც საქართველოს მართლაც უდიდესი წყლის რესურსი გააჩნია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი რაციონალურად იქნეს ათვისებული და გამოყენებული ხალხის საკეთილდღეოდ", - განაცხადა კახა კალაძემ.

მინისტრის თქმით, მისი უწყების მუშაობას უმჯობესი იქნება თუ ექსპერტები და დარგის სპეციალისტები შეაფასებენ. "მე ყოველთვის ვცდილობ ჩემ გუნდთან ერთად მაქსიმუმი გავაკეთო. ზოგადად, შეფასებებისგან, თუ რა გაკეთდა ორი წლის განმავლობაში, თავს შევიკავებ, რადგან ამაზე ჯობია ამ სფეროს სპეციალისტებმა ისაუბრონ", - განაცხადა კახა კალაძემ.