18 ნოემბერს ‘’გლობალური მეწარმეობის კვირეული’’ გაიხსნება

ყოველწლიურად პროექტის ფარგლებში 150-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება 35 000-ზე მეტი ღონისძიება

"გლობალური მეწარმეობის კვირეული’’ არის ყველაზე მაშტაბური საერთაშორისო პროექტი, რომლის მიზანია მეწარმეობის პოპულარიზაცია, ინოვაციური სტარტაპების ფორმირების ხელშეწყობა და ახალგაზრდა თაობის მოტივაცია და მხარდაჭერა.

ყოველწლიურად პროექტის ფარგლებში 150-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება 35 000-ზე მეტი ღონისძიება, რომელშიც ჩართულია 10 მილიონზე მეტი ადამიანი.

კვირეულის გახსნა გაიმართება 18 ნოემბერს ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში, ღონისძიებას გახსნის გლობალური მეწარმეობის კვირეულის პრეზიდენტი ჯონათან ორთმანსი.