საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9431 მლნ დოლარი შეადგინა

2014 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 9431 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2425 მლნ აშშ დოლარი იყო (5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7006 მლნ აშშ დოლარი (11 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში 4580 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 პროცენტი შეადგინა.