დავით ნარმანია შვედეთის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში შვედეთის ელჩს, მარტინა ქვიქს შეხვდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალური პროექტების ევროპული სტანდარტებით მომზადებაში შვედური მხარის თანამონაწილეობის შესახებ. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით შვედეთი თბილისის მერიას აქტიურ მხარდაჭერას გაუწევს.

დავით ნარმანიას განცხადებით, შვედეთის საელჩო აქტიურად მუშაობს საქართველოში რამდენიმე მიმართულებით. მისივე თქმით, ქართული მხარისთვის განსაკუთრებით საინტერესოა შვედეთის გამოცდილების გაზიარება ნარჩენების მართვის სფეროში.