არალეგალურად მცხოვრები ქართველი მიგრანტები სამშობლოში დაბრუნდნენ

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები ქართველი მიგრანტები სამშობლოში პარიზი-ვარშავა-თბილისის რეისით დაბრუნდნენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცნობით, მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, დაბრუნებულ მიგრანტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.

მათივე ინფორმაციით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიგრანტების პირველადი ანკეტირება განახორციელეს და სამინისტროში არსებული სარეინტეგრაციო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, მათ შორის, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, სამედიცინო დახმარებაზე სიცოცხლისათვის საშიში, მწვავე და ქორინიკული დაავადებების მქონე მიგრანტებისათვის; დასაქმებასა და პროფესიულ მომზადება/გადამზადების ხელშეწყობაზე, მცირე ბიზნესის დაწყების ხელშეწყობაზე იმ მიგრანტებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი უნარ-ჩვევები.