ოთარ დანელია: მეწარმეების ხელშეწყობას ვაგრძელებთ

ქედაში ღვინის მაღალტექნოლოგიური ქარხნის გახსნით, ჩვენ ვაგრძელებთ იმ კურსს, რასაც მეწარმეების ხელშეწყობა ჰქვია.

ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ქედაში ღვინის ქარხნის გახსნის დროს განაცხადა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოსახლეობას კახური ტრადიციული მეღვინეობის დღესასწაული მიულოცა.

"ქედაში იხსნება ქარხანა, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით. აქ მოწყობილია ასევე მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია. ხოლო თანადაფინანსების ნაწილში ისინი ისარგებლებენ ერთ მილიონ ლარამდე შეღავათიანი კრედიტით და დასაქმდება მინიმუმ 20 ადამიანი", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქედაში კომპანია "ტრადიციული კახური მეღვინეობის" ახალი საწარმო გახსნეს.