საშუალო ასაკობრივი პენსია სხვადასხვა ქვეყანაში

2015 წლის 1-ლი სექტემბრიდან პენსიონერის პენსია 10 ლარით გაიზრდება და 160 ლარი გახდება.

ხელისუფლება გვპირდება, პენსიების ზრდა 2016 წელსაც გაგრძელდებაო, მაგრამ რამდენით და როდის გახდება დაპირებული 220 ლარი, ჯერ უცნობია. ბოლო 14 წლის განმავლობაში საქართველოში პენსია 14 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა, თუმცა ეს თანხა ჯერ საარსებო მინიმუმსაც ვერ უტოლდება და ღირსეული სიბერის უზრუნველყოფაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 700 ათასი პენსიონერი ცხოვრობს.