ხაშურში 110 დევნილი ოჯახის განსახლებისთვის ორი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა და მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა ხაშურში ორი ობიექტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში აცხადებენ, ხაშურში, რუსთაველის ქ. N38-ში, რეაბილიტაცია უტარდება ყოფილი საავადმყოფოს შენობასა და მშენებარე კორპუსს.

7 და 8 სართულიან შენობებში, საცხოვრებელ ფართს 110 დევნილი ოჯახი მიიღებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება.